უცხოეთი
მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი “ვალერა თბილისსკი” დააკავეს

1-valeraსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ვალერი ფარიზოვი, მეტსახელად ,,ვალერა თბილისსკი” დააკავეს.

“რია ნოვოსტის” ცნობით, დაკავებული საქართველოს მოქალაქეა და მისი, როგორც არალეგალი მიგრანტის, სამშობლოში დეპორტაცია განხორციელდება.

“ვალერა თბილისკი” აქამდე არაერთხელ იყო ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით.

რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით, ამჯერად დაკავებული ეთნიკურ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს აკონტროლებდა, რომლებიც ქურდობით იყვნენ დაკავებული.

ფარიზოვი მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და უახლოეს პერიოდში მისი საქართველოში დეპორტაცია განხორციელდება.