უცხოეთი
სნოუდენი მზადაა, ჩაპმანზე იქორწინოს

1-ana-mtსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი მზადაა, ყოფილი რუსი აგენტის ანა ჩაპმანის წინადადებას ქორწინებასთან დაკავშირებით თანხმობით უპასუხოს. 
დავქორწინდებოდი ჩაპმანზე, მიუხედავად ყველაფრისა. ღმერთო, უბრალოდ შეხედეთ მას!“, - დაწერა „თვითერის“ საკუთარ გვერდზე სნოუდენმა. შეგახსენებთ, რომ რუსული სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ანა ჩაპმანმა, რომელიც 2010 წელს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შპიონური სკანდალის ფიგურანტი იყო, ამერიკის ხელისუფლების მიერ ძებნილ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს ხელი სთხოვა. 
"სნოუდენ, იქორწინებ ჩემზე?" - დაწერა 31 წლის ჩაპმანმა "თვითერის" საკუთარ გვერდზე. 
CIA-ს გაქცეული თანამშრომელი, 30 წლის სნოუდენი, რომელმაც აშშ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა, უკვე მეორე კვირაა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. თავშესაფრის თხოვნით მან 21 ქვეყანას მიმართა, თუმცა ვერცერთი მათგანისგან თანხმობა ვერ მიიღო.

1-ana-1 1-ana-2