შეხვედრა გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან
საქართველო, 5 ივლისი,
საქინფორმი. დღეს კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ორგანიზებით გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე
თომას კოსენდაისთან შეხვედრა გაიმართა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და ბუნდესტაგის დეპუტეტის თომას კოსენდაის საჯარო მოხსენების თემას შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი წარმოადგენდა. გერმანელმა მაღალჩინოსანმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის სისტემაზე სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები იყო.