ლეიბორისტებმა „გაღლეტილებს“ 1 ლარი გაუგზავნეს
საქართველო, 5 ივლისი,
საქინფორმი. ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა
გიორგი გუგავამ ლეიბორისტების სახელით "გაღლეტილებს" კონვერტით 1 ლარი გაუგზავნა.
"გუშინ მეოცნებეთა პარტიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად ფული არ აქვთ და მოსახლეობას სთხოვენ ფულის შეგროვებას. ვეხმაურებით ამ განცხადებას და "გაღლეტილებს" ჩვენი პარტიიდან 1 ლარს ვუგზავნით დასახმარებლად... ეს არის მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება. ეს ის ხალხია, ვინც სამი თვის განმავლობაში 20 მილიონამდე პრემია მიიღეს, პარტიული დაფინანსება გაიორმაგეს, რამდენიმე მილიონამდე გაიზარდეს და დღეს მათგან დაჩაგრულ, გამათხოვრებულ მოსახლეობას სთხოვენ ფულს საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. ქვეყანაში ნახევარ მილიონამდე ადამიანი შიმშილობს და წუწუნს, თამაშს და ხალხისთვის ფულის თხოვნას სჯობია, ივანიშვილმა იმდენი ფინანსური რესურსი მაინც გამოყოს, რომ ადამიანები შიმშილით არ იხოცებოდნენ", - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი გუგავამ.