სამართალი
გათავისუფლებულმა ბრალდებულებმა სასამართლოზე სკამის ფეხით გაუპატიურება აღიარეს

1_bliadzeსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის სასამართლო პროცესის დეტალებზე „სამხრეთის კარიბჭე“ წერს. პროკურორ მირიან ჭუმბურიძის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, ყოფილმა ბრალდებულებმა გიორგი ბლიაძემ და გიორგი ლომიძემ სკამის ფეხით მამაკაცის გაუპატიურება აღიარეს.

"ორივე მათგანი საპროცესოს ითხოვდა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ დაუშვა. ის, რომ მათ ბრალი ნაღიარები აქვთ, სასამართლოს აუდიო და ვიდეოჩანაწერებშია", - ამბობს ჭუმბურიძე და აქვე ამატებს, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, გიორგი ბლიაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სკამის ფეხით გაუპატიურების პროცესში, სასამართლოზე იმის შესახებაც განაცხადა, რომ მამაკაცის გაუპატიურების შემდეგ სამსახური დატოვა და მონასტერში მორჩილად წავიდა. 
ბრალდებულ ალექსანდრე ბლიაძის ადვოკატის დემურ ალხაზიშვილის თქმით, ბლიაძემ და ლომიძემ "ბრალი პროკურატურის მხრიდან ზეწოლის გამო აღიარეს".