საზოგადოება
თეა წულუკიანი ბლოგერი გახდა!

1-bloger-culukianiსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბლოგერი გახდა. საქართველოში პირველი ბლოგერი მინისტრის ბლოგზე დღეს პირველი ჩანაწერი გაჩნდა, სათაურით შრომის კოდექსის ცვლილებები ძალაშია, სადაც მინისტრი საქართველოს მოსახლეობას შრომის ახალი კოდექსის მიღებას ულოცავს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

„გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ამა თუ იმ საკითხზე კომენტარის გაკეთებას. თუმცა, არის თემები, რომელთა შესახებაც მინდა, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულებები და მოსაზრებები გავუზიარო. მგონია, რომ ბლოგი ამის საშუალებას მომცემს“, − აღნიშნავს თეა წულუკიანი.