აქტუალური
2013 წელი, ივნისი: საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

aqtual-1-turistსაქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას.

2013 წლის ივნისის თვე 490 575 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის მავე პერიოდის მაჩვენებელზე 25,2 %-ით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 2 188 721 ვიზიტი შეადგინა, რაც 29,2%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

) ტურისტი - 813 949 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 25,1%);

) ტრანზიტი - 410 565 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);

) სხვა - 964 207 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 44%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 23%).

2013 წლის ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9,5%), აზერბაიჯანიდან (+14.2%), სომხეთიდან(+53,9%), რუსეთიდან (+51%) და უკრაინიდან (+63,4%) განხორციელდა.

ასევე, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით ივნისში გამოირჩევიან პოლონეთი, ჩეხეთი და იტალია (შესაბამისად 98%, 44% და 24%), შუა აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთისა და ყაზახეთის (შესაბამისად 33% და 34%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის (50%) მოქალაქეები.