საზოგადოება
საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს მიმართა და მოუწოდა ფინანსთა მინისტრს,
„შეპირებული "უპრეცედენტო გამჭვირვალობის" ფარგლებში, 27 ივნისის დილის საათებში ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების დაკავებისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იძულებით მიყვანის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, უზრუნველყოს მოცემული ორგანოს უკანა შესასვლელის პერიმეტრზე და შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეო კამერებით გადაღებული მასალის იმ მონაკვეთების გამოქვეყნება, სადაც დაფიქსირებულია მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების შენობაში შესვლის პროცესი.