საზოგადოება
ნოდარ ხადური: „სწორი იქნება, შემწეობა მხოლოდ იმ პირებმა მიიღონ, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს“

1-khaduri-sazogadoeba-1საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადური განცხადებით, იგი ეთანხმება მთავრობის ინიციატივას, რომ დევნილთა შემწეობა მხოლოდ დაბალი შემოსავლის მქონე იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მიიღონ.

მისივე განმარტებით, დღეისათვის იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაბამისი შემწეობა სტატუსის გამო ეძლევათ. თუმცა, ხადური მიიჩნევს, რომ უფრო სწორი იქნება, თუ მხოლოდ სტატუსი არ იქნება განმსაზღვრელი.

“ალბათ სწორი იქნება, რომ დევნილთა შემწეობა მიიღონ იმ პირებმა, რომლებსაც ამის საჭიროება აქვთ. თუ ადამიანს დიდი შემოსავალი გააჩნია, 28-ლარიანი შემწეობის მიღების ნაცვლად, ჯობია სხვამ მიიღოს 56 ლარი. უფრო სწორი იქნება, თუ მხოლოდ სტატუსი არ იქნება საკმარისი და ამავე დროს განმსაზღვრელი იქნება ოჯახის შემოსავლის ფაქტორი. სავარაუდოდ, დაწესდება გარკვეული ზღვარი, თუმცა არ ვიცი, ეს იქნება 1 500 ლარი, მეტი თუ ნაკლები. მიმაჩნია, რომ ის მწირი რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯობია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად გამოვიყენოთ, რომელთაც ეს რეალურად სჭირდებათ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.