უცხოეთი
მუჰამედ მურსის დამხობას არეულობებით შეხვდნენ

1-sverJenie-ucxსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ოთხშაბათ ღამეს ეგვიპტეში ისლამისტთა მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა, რამაც 32 კაცი იმსხვერპლა.

ამასთან, წინა დღეს ჩამოგდებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი უწინდებურად დაკავებულია, ის სამხედროების მოქმედებას „ნამდვილ გადატრიალებად“ მიიჩნევს და თანამოქალაქეებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.

მუჰამედ მურსის დამხობას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ერთნი ეგვიპტის ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ, რათა ისლამისტებზე გამარჯვება ეზეიმათ, მეორენი კი მზად არიან, პრეზიდენტისთვის იბრძოლონ.

ეგვიპტური მედიის მონაცემებით, მუჰამედ მურსი თავდაცვის სამინისტროს შენობაში ან ქვეყნის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს რეზიდენციაში იმყოფება.