უცხოეთი
ანა ჩაპმანმა სნოუდენს დაქორწინება შესთავაზა

1-ana-Capman-ucxსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა ანა ჩაპმანმა, რომელიც აშშ-ში 2010 წლის ჯაშუშური სკანდალის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ითვლება, გული და ხელი შესთავაზა ამერიკის ხელისუფლების მიერ ძებნილ ცსს-ს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს.

„სნოუდენ, ცოლად მომიყვან?“ - დაწერა 31 წლის ჩაპმანმა თავის მიკრობლოგზე.

„საბედისწერო ჟღალთმიანი ქალი ლაკონური იყო“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა ჩაპმანის გზავნილს გაზეთმა Daily Mail-მა.

ცსს-ს გაქცეული თანამშრომელი, 30 წლის სნოუდენი, რომელმაც აშშ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო მონაცემთა დეტალები გაასაჯაროვა, უკვე მეორე კვირაა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იმყოფება. მან 21 ქვეყანას გაუგზავნა თხოვნა მისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, თუმცა დადებითი პასუხი ჯერ არავისგან მიუღია.