საზოგადოება
ახვლედიანი: „მიზანი ერთია, დიადი, ნათელი - "ნაციონალური მოძრაობის" განადგურება“

1-akhvledianiსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის დავით წერეთლის მიერ ფრაქციის დატოვების ფაქტს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი ეხმაურება. 
ახვლედიანი აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, განადგურდეს.

"ჩვენი ოპონენტები, ჩვენდა სამწუხაროდ, ცდილობენ ყველანაირი ფორმით, ყველანაირი საშუალებით, ყველანაირი მეთოდით, საფინანსო სამსახურის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით... პოლიცია - მილიცია; პროკურატურა - მოკურატურა; ყველა ამ ერთ საქმეშია ჩართული. მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ის, რომ როგორმე განადგურდეს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორმე განადგურდეს ის პარტიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ გვაქვს და როგორმე არ არსებობდნენ და არ იარსებონ იმ დეპუტატებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ საკრებულოში. ერთი წავა თუ ორი წავა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ ჩვენ ვიარსებებთ, მთავარია, რომ ჩვენი ფრაქცია მუშაობას თბილისის საკრებულოში გააგრძელებს ერთადერთი მიზნის გამო - ქალაქში წინგადადგმული ნაბიჯები გაგრძელდეს“, - განაცხადა ახვლედიანმა.