საზოგადოება
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

1-cereteli-sakrebuloსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა", მისი ყოფილი თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის კვალდაკვალ, კიდევ ერთმა დეპუტატმა - დავით წერეთელმა დატოვა. წერეთელი აღნიშნავს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ რომელ ფრაქციაში გაწევრდება და ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლის.

წერეთლის განცხადებით, ამგვარი გადაწყვეტილება მან ადამიანების წამების ამსახველი ვიდეომასალის ნახვისა და მისი თანაგუნდელი კოკი იონათამიშვილის  პრეზიდენტისადმი წერილის გამოქვეყნების შემდეგ მიიღო.