მანანა კობახიძე: „იმ პირებმა პასუხი უნდა აგონ, რომლებიც ნაციონალებს უკანონოდ აფინანსებდნენ“
საქართველო, 4 ივლისი,
საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერი
მანანა კობახიძის განცხადებით, რომელიც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, იმ პირებმა, რომლებიც კანონის გვერდის ავლით აფინანსებდნენ "ნაციონალურ მოძრაობას", პასუხი უნდა აგონ.
კობახიძის თქმით, აუდიტის სამსახური მხოლოდ ერთი პარტიის - "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მუშაობდა და არ აკონტროლებდა იმ ფინანსებს, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" შედიოდა. "ჩვენ ამას ყოველთვის ვაპროტესტებდით. კარგია, რომ აუდიტის სამსახურმა ამ ყველაფრის შესახებ თავად განაცხადა. ეს პროკურატურამ უნდა შეისწავლოს და იმ პირებმა პასუხი აგონ, რომლებიც უკანონოდ ნაციონალებს აფინანსებდნენ", - დასძინა კობახიძემ. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უკანონო შემოწირულობის სახით ბიუჯეტიდან 5 240 880 ლარი მიიღო.