სამართალი
ფინანსური მონიტორინგის სამსახური: „ნაციონალურმა მოძრაობამ” 5 მილიონ 240 ათას 880 ლარის უკანონო შემოწირულობა მიიღო“

1-finansuriსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა.

“ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 მილიონ 240 ათას 880 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2012 წელს სოციალური მომსახურების სააგენტომ დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულების დადება 21 837 პირთან, რომლებმაც განახორციელეს პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოხდა დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების უგულებელყოფა და მის ფარგლებში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნა “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ”, – განაცხადა აზნაურაშვილმა.