პოლიტიკა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება

1-polit-3-mtavar-evropaსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. 4 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.

4 ივლისის ღონისძიებებზე დასწრების განრიგი:

- სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შტაბის უფროსების მოადგილეების შეხვედრის გახსნა;

- საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძისა და იტალიის თავდაცვის მდივნის მოადგილის ჯოაკინო ალფანოს კომენტარები მედიისთვის;

- ოთხმხრივი შეხვედრა ნატოს ასპირანტი ქვეყნების (საქართველო, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მაკედონია) შტაბის უფროსების მოადგილეების დონეზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის  კომენტარები გაკეთდება.

1-polit-3-qvemot-evropa