პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველო“ სამ კანონპროექტზე ხელმოწერების შეგროვების კამპანიას იწყებს

1-politika-2-kukaსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ პარლამენტს 3 საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ესენია:

- კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“: ამ კანონის მიღების შემთხვევაში, პენსიის მიღება მამაკაცებს 60, ხოლო ქალბატონებს 55 წლიდან შეეძლებათ;

- კანონპროექტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“: კანონპროექტის თანახმად, იკრძალება შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება რელიგიური დანიშნულების მქონე ნაგებობებში და მათ სიახლოვეს, თუ შეკრებამ შესაძლოა რელიგიური შუღლის გაღვივება გამოიწვიოს.

- კანონპროექტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ“: ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში შეწყდება ქართული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწების უკონტროლო გასხვისება უცხოეთის მოქალაქეებზე.

იმისათვის, რომ კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გავიდეს, თითოეულ მათგანზე საჭიროა 30.000 თანამოქალაქის ხელმოწერა.

4 ივლისს, დღის 12 საათიდან, თავისუფლების და რუსთაველის მეტროებთან „თავისუფალი საქართველო“ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას დაიწყებს. ღონისძიებაში პირადად მიიღებენ მონაწილეობას პარტიის ლიდერები, ახალგაზრდული ფრთა და პარტიული აქტივი.