აქტუალური
შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

aqtual-3-narko-mtსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს თანამშრომლებმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ილია ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას - 4 ნატეხი, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 78 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსი ამოიღეს. ექსპერტიის დასკვნით, ამოღებული აბები დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ილია ი-ს ბუპრენორფინის და სინთეზური კანაბინოიდების მოხმარების ფაქტი დაუდგინა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს).

aqtual-3-qvem-1 aqtuqal-3-qvemott