აქტუალური
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

aqtual-1-mt-iaraRiსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი: 1993 წელს დაბადებული რომან . და 1993 წელს დაბადებული ირაკლი . ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა რომან ნ. თბილისში, გამსახურდიას ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდით და 8 ვაზნით. ირაკლი ქ. კი ბერბუკის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. მისი ბინიდან ამოღებულია „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 6 ვაზნით.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

aqtual-1-qv-2-iaraRi aqtual-1-qvem-1-iaraRi