უცხოეთი
ეგვიპტე ახალი რევოლუციის ზღურბლზეა

1-egipet-ucxსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. ეგვიპტე სულ უფრო ღრმად ეფლობა შიდა დაპირისპირებებში, თუმცა ჯერ არ გადაუბიჯებია ზღვარისთვის, რომლის მიღმაც შესაძლოა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომი დაიწყოს. პირამიდების ქვეყნის მეთაურმა მუჰამედ მურსიმ უგულებელყო სამხედროების ულტიმატუმი და პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ იგი კანონიერად არჩეული პრეზიდენტია.

არმიის პასუხმაც არ დააყოვნა და თავდაცვის მინისტრმა აბდულფათაჰ ას-სისიმ სოციალურ ქსელში მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა.

„ეგვიპტის არმია მზადაა, ტერორისტების, რადიკალებისა და ბრიყვებისგან თავისი ხალხის დასაცავად თავი გაწიროს“, - განაცადა მან.

თავის მხრივ, ოპოზიციამ მურსის სამოქალაქო ომისკენ წაქეზებასა და „საკუთარი ხალხის მიმართ მუქარაში“ დასდო ბრალი.