სირია: 2500 მშვიდობიანი მცხოვრები ჰომსშია ბლოკირებული
საქართველო, 3 ივლისი,
საქინფორმი. სირიაში გრძელდება სასტიკი შეტაკებები სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციურ დაჯგუფებებს შორის. გაერო შეშფოთებულია ქალაქ ჰომსის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედით.
ჰომსში სამთავრობო ჯარები მასშტაბურ იერიშს ახორციელებენ. ქალაქში უწინდებურად რჩება 2 500 სამოქალაქო პირი. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ბენ კი მუნმა განაცხადა. მან მოუწოდა მთავრობასა და ოპოზიციას, მოერიდონ მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობას შორის და საშუალება მისცენ სამოქალაქო პირებს, დატოვონ სამხედროების მიერ დაბლოკილი ჰომსი.