უცხოეთი
საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიემ საქართველოს კანონები დაარღვია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთის რეგიონში რფ-ის მხრიდან შესვლით დეპარდიემ საქართველოს კანონი დაარღვია. „დეპარდიე რფ-ის მოქალაქეა და მისი სოხუმში ჩასვლა რუსეთის მხრიდან იყო მართული. ძალიან მეეჭვება, რომ მას ესმოდეს აფხაზეთში კონფლიქტის კონტექსტი და იქ მომხდარი მოვლენების არსი“, - აღნიშნა მან.
როგორც „იტარ-ტასმა“ უკვე აღნიშნა, დეპარდიე 1 ივლისს სოხუმს ეწვია და იქ აფხაზეთის ხელმძღვანელ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.