სამართალი
საქართველოს პრემიერი: „აფხაზეთის გავლით რკინიგზა აუცილებლად აღდგება!“

1-bizina-prekonferentsiaსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.

პრემიერის თქმით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზებსა და ჩვენ შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს.

“აფხაზეთის გავლით რკინიგზა უნდა გაიხსნას. ნებისმიერ ეკონომიკას ნებისმიერი ახალი გზა აუმჯობესებს. ეს გააუმჯობესებს აფხაზებსა და ჩვენ შორის  ურთიერთობასაც... ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გასარკვევი საკითხები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის რუსეთთან, ჩვენს ძმებთან. აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ვახერხებთ ინფორმაციის გაცვლას. ეს პროცესი უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც არ გამოიწვევს დიდ ვნებათაღელვას. ჩემი აზრით, ზედმეტად პოლიტიზებულია ეს საკითხი და ამიტომ ხდება პროცესების მდორედ მიმდინარეობა. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც არ იარსებებს კითხვები, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებიდან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველას ანგარიში გავუწიოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადავჭრით პრობლემებს და რკინიგზა აუცილებლად აღდგება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.