აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: „პოლიტიკაში არყოფნის მიუხედავად, ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით მაინც დავეხმარები“

1-bizina-prekonferentsiaსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ყველა პრობლემის გასაღები დევს ეკონომიკაში და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ის ქვეყანას ამ მიმართულებით მაინც დაეხმარება.
„ეკონომიკა არის განმსაზღვრელი ჩვენი წარმატებისა, ჩვენი ყველა პრობლემის გასაღები დევს ეკონომიკაში, შემდეგი წელი იქნება შესამჩნევი ეკონომიკის მხრივ, 2014 იქნება კარგი, 2015 იქნება ძალიან კარგი, მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო უკეთესი და საქართველოში ჭეშმარიტად დაიწყება ეკონომიკური აღორძინება... ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, მე მოვემსახურები ჩემს ქვეყანას იქ, სადაც უფრო საჭირო ვიქნები, პოლიტიკაში არყოფნის მიუხედავად, ქვეყანას ეკონომიკის მიმართულებით მაინც დავეხმარები", - განაცხადა პრემიერმა.