საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი საზოგადოების დიდ ნაწილს არაფრად აგდებს, რადგან ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ პესპექტივას, ისე იქცევიან, რომ ძალიან დიდ ეჭვს ტოვებენ. თუ გნებავთ, პრეზიდენტის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ჯერ 27 რიცხვი კვირა დღე გამოაცხადა და მერე იმპულსურად 31 ოქტომბერი. ამით მან პირველ რიგში შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ პარტიას და ქვეყანას, რა თქმა უნდა. ასევე, საკუთარ პიროვნებას მიაყენა დიდი ზიანი. გასაგებია, რომ ქვეყანას ეს კაცი არაფრად აგდებს. ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნის უფლება არ ჰქონდა. ცხადია, მას აიტერესებს, რომ გაიხანგრძლივოს საპრეზიდენტო ვადა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, პრემიერს აინტერესებს, როგორ შეძლებს მონაწილეობას ხუთშაბათს დანიშნულ არჩევნებში მილიონ ხუთასი ათასი ემიგრანტი. მისი თქმით, სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ პირადულის გარდა, ანგარიშს არაფერს უწევს.