პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „მარგველაშვილს კონკურენციას ვერც ბურჭულაძე გაუწევს“

1-bizina-prekonferentsiaსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. დღეს, 2013 წლის 3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჟურნალისტებთან ტრადიციული შეხვედრა გამართა. შეხვედრა 10 საათზე დაიწყო და ორ საათს გასტანა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ პაატა ბურჭულაძემ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს ხმები წაართვას, პრემიერმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილს კონკურენციას ბურჭულაძეც ვერ გაუწევს.

მისივე თქმით, მარგველაშვილი მისაღებია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სხვა ნებისმიერი ქვეყნისთვის.

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს არჩევნებზე, ნებისმიერმა შეიძლება ჩვენს კანდიდატს ხმები წაართვას. თუ გადაწყვეტს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას, კარგია. მარგველაშვილი, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, მისაღებია. მას აქვს ყველა თვისება, რაც პრეზიდენტს სჭირდება. ვთვლი, მას ღირსეულ კონკურენციას ვერც პაატა გაუწევს. დანარჩენი საზოგადოების გადასაწყვეტია, თუმცა კოალიციამ ძალიან კარგი კანდიდატი დაასახელა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება მას პირველ ტურში აირჩევს“, - განაცხადა პრემიერმა.