სამართალი
smo.ge საიდუმლო სამალავის ექსკლუზიურ ვიდეომასალას გვთავაზობს, რომელიც უღრან ტყეში, ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და რომელიც, აგრეთვე, იქ ჩაყვანილი ადამიანების საწამებლად გამოიყენებოდა!

1-samartali-1-smoსაქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს კამერამ მიუვალ ადგილას, უღრან ტყეში მორიგი საიდუმლო სამალავი აღმოაჩინა, რომელიც ზუგდიდიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

ეს ადგილი ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელს განეკუთვნება. საიდუმლო სამალავი მიწის ქვეშ რამდენიმე მეტრშია გათხრილი. სამალავის სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია და შედგება ერთი დიდი დარბაზისგან და საპირფარეშოსგან. დიდი დარბაზი, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩაყვანილი ადამიანების საწამებლად გამოიყენებოდა, საგანგებოდ არის მოწყობილი.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ეს ტერიტორია სოფლისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. სამალავს 2010 წლიდან აკეთებდნენ, რომელსაც სამხედრო პოლიციის ყოფილი შეფი მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა. ის ადგილობრივებს ტყისკენ გზად მიმავალი ხშირად შეუმჩნევიათ. ადგილობრივების განცხადებით, მეგის ქარდავა საიდუმლო სამალავში ძალიან დიდ დროს ატარებდა და იმ ადამიანებს, რომელთა წამებას თავად ხელმძღვანელობდა, სწორედ აქ მალავდა.

მათივე განმარტებით, მეგის ქარდავას ხელს უწყობდა საკრებულოს ერთ-ერთი წევრიც, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს“, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო smo.ge და გთავაზობთ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში გადაღებულ ექსკლუზიურ კადრებს.