პუბლიკაციები
აშშ მათ მხარს უჭერს, ოპოზიციას და სირიელი ხალხის კანონიერ წარმომადგენლებს უწოდებს! უყურეთ! სირიელმა აჯანყებულებმა სახალხოდ მოკვეთეს თავი კათოლიკე მღვდელს და კიდევ ორ უდანაშაულო ქრისტიანს!

aktual-analit-1საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. წმინდა საყდარმა დაადასტურა ცნობა სირიაში კათოლიკე მღვდლის საჯაროდ სიკვდილით დასჯის შესახებ. როგორც ვატიკანის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, იდლიბში სირიელმა აჯანყებულებმა - ვაჰაბიტებმა სახალხოდ მოჰკვეთეს თავი ეპისკოპოსს და კიდევ ორ ქრისტიანს.

49 წლის ფრანსუა მორადს რვა დღის წინ მოჰკვეთეს თავი ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე მონასტერში. ღვთისმსახურის სიკვდილის გარემოებები ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ ცნობა იმის შესახებ, რომ წმინდა ანტონიუსის ფრანცისკელთა მონასტერს, რომელშიც ის იმყოფებოდა, ამბოხებულები დაესხნენ თავს, დადასტურებულია. როგორც ვარაუდობენ, თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ან-ნუსრას ფრონტთან".

მკითხველს შევახსენებთ, რომ ა.წ. 25 ივნისს გასანიას რაიონის ჰომსის პროვინციაში ტერორისტული ჯგუფი ფრანცისკელთა მონასტერში შეიჭრა. ბოევიკებმა ყველა ფასეულობა გამოიტანეს, სიწმინდეები წაბილწეს, და ხანდაზმული ბერი მოკლეს. ფრანცისკელთა ორდენის შტაბბინიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბოევიკები მონასტერში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ.

"დემოკრატიული" საიტებიდან და YouTobe-დან ეს ვიდეო უკვე მოხსნეს. ამიტომ უყურეთ აქ.

http://war-in-syria.livejournal.com/102778.html

http://www.syriantube.net/5140.html

http://www.syriantube.net/5160.html

აი, ვის უჭერენ მხარს აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და სხვები! აი, ვის ეხმარებიან ისინი იარაღით, დაქირავებული მებრძოლებით, და აპირებენ მხარი დაუჭირონ თავიანთი რეგულარული არმიებითაც! აი, ვისი გულისთვის აკრიტიკებენ რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც, 12 ქვეყანას შორის, 2011 წლის 5 ოქტომბერს გაეროში სირიასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ!

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, სირიის ოპოზიციურ ძალებს ამ ქვეყნის ხალხის “კანონიერ წარმომადგენლებად“ ცნობს და გმობს ბაშარ ასადის რეჟიმს. საუდის არაბეთის და ყატარის მიერ დასავლეთის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტის პროექტს ხმა მისცა 107 ქვეყანამ. 12 ქვეყანა, რომელთა შორის იყვნენ რუსეთი, ჩინეთი, სირია, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, წინააღმდეგ გამოვიდნენ. სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი და ბრაზილია იმ 59 ქვეყანას შორის იყვნენ, რომლებმაც თავი შეიკავეს. გასულ წელს  რეზოლუციას, რომელიც ასადის რეჟიმს გმობდა, 133-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.