უცხოეთი
სნოუდენი პუტინის მიერ წაყენებულმა პირობამ შეაცბუნა

1-snouden-ucxსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ცსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა მართლაც სთხოვა თავშესაფარი რუსეთს, თუმცა როცა მოსკოვის პირობა გაიგო, განზრახვაზე ხელი აიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

წინა დღეს რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სნოუდენს შეუძლია დარჩეს რუსეთში იმ პირობით, რომ აშშ-ს ზიანს აღარ მიაყენებს.

პესკოვმა ამ პირობის არსებობაც დაადასტურა და დააზუსტა, რომ ის ჰიპოთეტურია. ჩინოვნიკის თქმით, სნოუდენს არ გადასცემენ ქვეყანას, სადაც სიკვდილით დასჯა არსებობს, მაგალითად, აშშ-ს.