უცხოეთი
საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. იტალიის ქალაქ კასერტაში ქართველების კიდევ ერთი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
დაკავებული 8 ქართველი ეჭვმიტანილია ბინების ძარცვაში, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში.
სამართალდამცველები დამნაშავეთა ჯგუფის კვალზე გასვლას 4 თვის განმავლობაში ცდილობდნენ.
ბოროტმოქმედები ბინებს ნეაპოლში, პალერმოსა და კასერტაში ძარცვავდნენ. ჩხრეკისას პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი და 250 000 ევრო ამოიღო.