უცხოეთი
დეპარდიემ აფხაზეთს „პატარა დიდი ქვეყანა“ უწოდა

depardieსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე გუშინ აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს ეწვია, სადაც იგი ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო. აფხაზური მედიის ცნობით,  ჟერარ დეპარდიემ აღნიშნა, რომ მას სმენია აფხაზეთის 20 წლის წინანდელი ომის შესახებ და სოხუმისკენ გზად ამ ომის კვალიც იხილა. მან აფხაზეთის ბუნებას უნიკალური უწოდა და აღნიშნა, რომ აქ ტურიზმის, განსაკუთრებით კი ეკოტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობებია.

აფხაზეთი - ეს პატარა დიდი ქვეყანაა“, - აღნიშნა დეპარდიემ.

ანქვაბმა დეპარდიეს საჩუქრად აფხაზეთის ეკლესიების გამოსახულებიანი მონეტები გადასცა.
რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ  ჟერარ დეპარდიემ სოხუმის ქუჩებში გაისეირნა და მოქალაქეებს გაესაუბრა. ტელევიზიით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ პატრიოტიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც აფხაზეთია და აფხაზეთის მოსახლეობას უსურვა, „მუდამ დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ“.