სამართალი
პრემიერი ივანიშვილი: „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას სოჭის ოლიმპიადამდე ვერ მოვასწრებთ“

1-ivaniSviliსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან გამოცემა „Deutsche Welle“-სთან ინტერვიუში გააკეთა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სოჭის ოლიმპიადამდე ვერ მოესწრება, რადგან ამისათვის “აუცილებელია დრო და შესაბამისი გარემოებები“.

პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით  პოზიტიური წინსვლა უკვე არსებობს. „პრაქტიკულად აღდგენილია სავაჭრო ურთიერთობები, ქართული პროდუქცია უკვე შევიდა რუსულ ბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოსკოვსა და თბილისს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე“, - განაცხადა პრემიერმა. 
„რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პირველი ეტაპი ჩვენ ძალზედ სწრაფად და წარმატებიოთ გავიარეთ და არსებობს მომავალი ნორმალიზების პერსპექტივა. თუმცა ამისათვის დრო იქნება საჭირო. სოჭის ოლიმპიადამდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ვერ მოვასწრებთ, თუმცა მომავალში აუცილებლად აღვადგენთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.