საზოგადოება
განქორწინებისა და შვილად აყვანის რეგისტრაცია მარტივდება

reestriცვლილება „სამოქალაქო კოდექსში“ პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შემდეგ შევა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განქორწინებისა და შვილად აყვანის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ პირის მისამართზე რეგისტრაციის ან სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

ამის გამო, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მომსახურების მიღების მსურველ პირებს სხვა თვითმმართველ ერთეულში წასვლა უხდებოდათ და ეს გარემოება მათ უკმაყოფილებას იწვევდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, განქორწინებისა და შვილად აყვანის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ნებისმიერ ორგანოში იქნება შესაძლებელი. კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორები კი დეპუტატები - ნუგზარ წიკლაური და ლაშა თორდია არიან.