სამართალი
პატიმარი ქალები: „ვითხოვთ განაჩენის განახევრებას!“

woman-in-prisonსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. რუსთავის N5 ქალთა კოლონიაში მყოფმა პატიმრებმა სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. დღეიდან  82 პატიმარმა - საკვების,  182-მა კი  პურის მიღება აღიკვეთა. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეკა ბესელიას, თინა ხიდაშელისა და გედევან ფოფხაძის შესვლას ითხოვენ.

"ჩვენ ვითხოვთ განაჩენების განახევრებას. ჩვენ ვართ ამნისტიის ნარჩენები. 400 გრამი და ნახევარი კილოგრამი ნარკოტიკებისთვის გასამართლებულები გარეთ გაუშვეს და ისინი დარჩნენ, ვინც პროკურატურას აწყობდა. ამდენი ხალხი გათავისუფლდა და 260- მუხლით 38 ადამიანი დატოვეს პატიმრობაში. გედევან ფოფხაძე დაგვპირდა ცვლილებებს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არაა შემუშავებული", - აცხადებენ მსჯავრდებულები.

პატიმრების განცხადებით, მათთან საუბარში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონზე ნაჩქარევად მუშაობისას ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა.