„ვიცი რა, თუ როგორ ებღაუჭება პირადად სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას. ბუნებრივია, დარწმუნებულნი ვიყავი იმაში, რომ სააკაშვილი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებდა იმისთვის, რომ თავისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო საათებიც გაეხანგრძლივებინა. "დემოკრატიული მოძრაობა" უკვე კარგა ხანია, ამ არჩევნებისათვის ემზადება. ჩვენი პარტიის ყველა სტრუქტურა, ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრი გვყავს და დღითი დღე სულ უფრო მეტი ხდება, მზად ვართ საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძე დაპირებებსაც იძლევა და აცხადებს, რომ დაამთავრებს „გაუგებარ“ კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„მე დავამთავრებ ამ გაუგებარ კოჰაბიტაციას "ნაციონალურ მოძრაობასთან", ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან და რეალურად დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, დაიწყება ეკონომიკური ზრდა, დაიწყება ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანა განვითარების ნორმალურ რეჟიმზე გადავა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.