საზოგადოება
იონათამიშვილის მიერ პარტიის დატოვებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა მისი წერილი სააკაშვილისადმი, სადაც დეპუტატი მას ბიზნესში 2%-იანი წილის 100 000 დოლარად გაყიდვაში დახმარებას სთხოვს.
აღნიშნულის შემდეგ ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში მეორე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ის გაოგნებულია სააკაშვილის მხრიდან ზემონახსენები წერილის გამოქვეყნების გამო. იონათამიშვილის განმარტებით, მის წინააღმდეგ დაწყებული ამგვარი კამპანიის მიზეზი იმის შიშია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაკარგოს გავლენა თბილისის საკრებულოზე.
„ჩემ წინააღმდეგ მიმართული კამპანია ნათელი მაგალითია იმისა, თუ რაოდენ "ძვირფასია" ადამიანი პარტიის ლიდერისთვის, ამიტომ დღეს უკვე მივმართავ ჩემს კოლეგებს, უამრავ კეთილშობილ, პროფესიონალ ადამიანს, რომ დატოვონ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში სხვა გზები ეძიონ.