პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, 31 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნით მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხანგრძლივა საპრეზიდენტო ვადა. ამასთან, მათ კოალიციის კანდიდატი უკონკურენტოდ მიაჩნიათ.
საპარლამენტო უმცირესობის განმარტებით კი, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის მეტი დრო მისცა.
დღევანდელი მდგომარეობით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ნესტან კირთაძე მიიღებენ.
“ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერი განსაზღვრავს, რომელშიც გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ.