შსს-მ ე. წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა
საქართველო, 2 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ცნობით, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირები:
1978 წელს დაბადებული
არტემ ა., 1984 წელს დაბადებული
საიდ ა., 1973 წელს დაბადებული
არაიკ ა. სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით თბილისის სხვადასხვა უბანში ერთდროულად დააკავეს 1983 წელს დაბადებული
გიორგი კ., 1990 წელს დაბადებული
მალხაზ ნ. და 1983 წელს დაბადებული
გიორგი ქ.
სამართალდამცველებმა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სპეციალური სამალავიდან ამოიღეს კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსახროლი იარაღი 2 მჭიდით და 44 საბრძოლო ვაზნით, ასევე „ტე-ტე“-ს ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდით და 16 საბრძოლო ვაზნით. ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით ფული და ე. წ. „ქურდული ობშიაკისათვის“ თანხების შეგროვების ამსახველი შავი ჩანაწერები.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის I ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).