საზოგადოება
საქართველო, 2 ივლისი, საქართველო. გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში უკანასკნელი კვირების განმავლობაში მიმდინარე დაპატიმრებები კანონის სრული დაცვით ხდება. "არავის აქვს შემონახული ის კადრები, როგორ იჭერდნენ თავად, ღამით ოჯახებიდან როგორ გამოჰყავდათ ტრუსებით ადამიანები, როგორ აწიოკებდნენ მათ ოჯახებს და მცირეწლოვან ბავშვებს?! აჩვენეთ ეს კადრები სააკაშვილს და მის გუნდს, გაახსენეთ, და იმედია, მიხვდებიან, რას ნიშნავს პოლიტიკური ანგარიშსწორება!.
...ბედავენ კიდეც იმის თქმას, რომ თურმე ბაჩო ახალაია, ეს "პატრიოტი" კაცი, ვაშლის გათლისთვის დაიჭირეს. ხალხმა კარგად იცის, თითოეულ მათგანს რა დანაშაული მიუძღვის ქვეყნის წინაშე“, - აცხადებს ედუარდ შევარდნაძე და დასძენს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. “ხელისუფლებას, რომელმაც ისტორიას ისეთი სამარცხვინო ფაქტი შემატა, არც შეიძლებოდა სხვაგვარი პოლიტიკური მომავალი ჰქონოდა!