პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება

polit-1-Rariba-serjსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ  სერჟ სარქისიანს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შს მინისტრი შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილი დააჯილდოვა საპატიო მედლით – „კანონის დამცველი“.

მინისტრმა შეხვედრები გამართა საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრთან და ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორთან. მათ სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული რეფორმები და ამ მიმართულებით დაგეგმილი სხვა ღონისძიებები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.