აქტუალური
დიაკონი ელიზბარ დიაკონიძე: „გადაღებულია სასულიერო პირების მრუშობის კადრები, ჩაწერილია მათი გინება და ბილწსიტყვაობა...“

aqtualuri-3-mama-elizbariსაქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. გაზეთ „ასავალ–დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ (დიაკონიძე) სკანდალურ განცხადებას აკეთებს!

„ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ბანდა, სისტემა და რეჟიმია, რომელიც უნდა გასამართლდეს. წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია დაუშვებელია. თუ ის, რაც საქართველოში ხდება, კოჰაბიტაციაა, მაშინ მართლმადიდებლობის ენაზე ეს ითარგმნება, როგორც ეშმაკთან წილნაყარობა.

ფარული ვიდეო– თუ აუდიოჩანაწერები სასულიერო იერარქიაზეც არსებობს. გადაღებულია სასულიერო პირების მრუშობის კადრები, ჩაწერილია მათი გინება და ბილწსიტყვაობა. სააკაშვილმა ეპისკოპოსებს "ჯიპები" რომ დაურიგა, ყველაში მოსასმენი აპარატურა იყო ჩამონტაჟებული და სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების უმეტესობა სწორედ ამ გზით მოიპოვეს", - განაცხადა  მამა ელიზბარმა.