უცხოეთი
რუსეთში კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისათვის ძალაში შევიდა

kanoni-ucx-3საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. კანონი მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისათვის ძალაში შევიდა. კვირას მას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

ორშაბათიდან „საჯარო მოქმედებისათვის, მათ შორის, ღვთისმსახურების ადგილებში“,  რომელიც მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს, 3-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული. ირწმუნებიან, რომ ახალი კანონი სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში შეტანილი ცვილებებია.

თუმცა, არსობრივად, ლაპარაკია მის სრულებით ახალ ვერსიაზე. ძველში ლაპარაკი იყო „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის ანდა რელიგიური მსახურებისთვის ხელის შეშლაზე“.  კრიტერიუმები, რომლებსაც ახალი კანონი ეფუძნება, ბუნდოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განახლებული მუხლით სასჯელი არ დადგება. თანაც, ძირითადად, ეს მართლმადიდებელ ქრისტიანობას არ შეეხება.

„გრძნობის სრულებით ჩამოუყალიბებელი ცნება მისი ნაირგვარად განმარტების საშუალებას იძლევა და ეს ადამიანურ, პოლიტიკურ ან რაიმე სხვაგვარი ნების საკითხად იქცევა... მე ვიცნობ მართლმადიდებელ მორწმუნეებს, რომლებსაც სერიოზულად მიაჩნდათ, რომ მათ რელოგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა წყლის ნიჟარის ხვრელში არსებული ჯვარედი. ჩემს რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს ამორალური მოვლენები თავად ეკლესიის ცხოვრებაში“, - განაცხადა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა.