უცხოეთი
დოკუმენტის თანახმად, ბავშვებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდისათვის მოქალაქეთათვის დაწესდა ჯარიმა 40-50 ათასი რუბლის ოდენობით, იურიდიული პირებისათვის - 800 ათასიდან მილიონ რუბლამდე. დარღვევამ, შესაძლოა, იურიდიულ პირთა საქმიანობის 90 დღით ადმინისტრაციული შეჩერებაც გამოიწვიოს.
გაცილებით მკაცრი იქნება სასჯელი ასეთი პროპაგანდის გამოყენებისათვის მედიის მიერ ანდა ინტერნეტით. ჯარიმა მოქალაქეებისთვის შეადგენს 50-100 ათას რუბლს, თანამდებობის პირებისათვის - 100 -200 ათას რუბლს, ხოლო იურიდიული პირებისათვის მილიონ რუბლს ანდა საქმიანობის 90 დღით შეჩერებას.