სამართალი
ნანუაშვილი: „დიპკორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ“

nanua-samrt-qvemსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. დღეს “შერატონ მეტეხი პალასში” ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2012 წლის ანგარიში გააცნო. შეხვედრის დაწყებამდე ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ანგარიშში ლაპარაკია ყველა იმ ტენდენციაზე, რასაც გასულ წელს ჰქონდა ადგილი, თუმცა საუბარი შეეხება მიმდინარე წლის ტენდენციებსაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ.

„ბევრი კითხვა იყო ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ასევე შეუწყნარებლობის რამდენიმე ფაქტზე, საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობაზე და გახმაურებულ დაკავებებზე. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვისაუბრეთ. ასევე, იყო კითხვები იმაზე, რა რეკომენდაციების გათვალისწინებას აპირებს პარლამენტი და რა რეაგირება მოჰყვება ანგარიშის წარდგენას. ამასთან, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.