სამართალი
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად ჩატარებულ პრაიმერიზში დავით ბაქრაძე ლიდერობს. პრაიმერიზში „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი წევრი მონაწილეობს - დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია.
მკითხველს შევახსენებთ, აგრეთვე, რომ 28 ივნისს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი მზადაა მიიღოს პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ–მინისტრის შემოთავაზება და მათთან პოლიტიკური კონსულტაციები გამართოს.
„მზად ვარ მომავალ კვირაში, ნებისმიერ დროს, როდესაც ეს მისაღები იქნება პრემიერ–მინისტრისთვის და პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ასეთი კონსულტაციები გავმართოთ და ასეთ შეხვედრაში და კონსულტაციებში მივიღო მონაწილეობა", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.