საზოგადოება
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი ძალების სარდლის მოადგილეს გენერალ სერ რიჩარდ შირეფს შეხვდა.
გენერალმა შირეფმა თავდაცვის მინისტრს საქართველოს მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი შეაქო.თავდაცვის მინისტრმა და გენერალმა შირეფმა ნატოსა და საქართველოს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
29 ივნისს სერ რიჩარდ შირეფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შეხვდა.
ორმხრივი შეხვედრები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბათუმში გაიმართა.