რაც შეეხება კონფერენციას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ფორუმი ხელს უწყობს როგორც რეგიონში, ასევე ნატოსთან ურთიერთობის განვითარებას და მიუთითებს საქართველოს სერიოზულ როლზე საერთაშორისო თანამეგობრობასა და ნატოში”.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, „შთამბეჭდავი იყო გენერალ დანფორდის გამოსვლა, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად დაახასიათა ქართულ-ამერიკული ურთიერთობა. ქართველი სამხედროები არიან ამერიკელი სამხედროების ძმები - ამ სიტყვებით დაიწყო მან გამოსვლა. ეს მართლაც ასახავს იმ სულს, რომელიც რეალურად არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში“.
გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „მოხდა იმ გეგმის გაცნობა, თუ რა შეიძლება განხორციელდეს პოსტ-ISAF-ის პერიოდში 2014 წლიდან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ გამოსვლებში მონაწილეობდა ავღანეთის წარმომადგენელი, რომელმაც საკმაოდ საინტერესო პასუხები გასცა კითხვებს.“
მომხსენებელთა შორის იყვნენ ავღანეთის კონფლიქტების და სამშვიდობო საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორი ჰექმათ ყარზაი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და ნატოში სლოვაკეთის მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი ტომას ვალასეკი.
პანელს “ISAF-ის ოპერაცია - პროგრესი და მომავლის ერთიანი ხედვა“ მოდერაციას უწევდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.