აქტუალური
საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

gegma-mt-aqt-2საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. 2013 წლის 28 ივნისს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ, ხოლო საფრანგეთის მხრიდან - საფრანგეთის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ჟან მორინმა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში მიმდინარე რეფორმები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

gegma-qvem-akt-2