აქტუალური
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა და პერსპექტივები

alas-mt-akt-1საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. გასულ პარასკევს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ბოლო ნაწილი თავდაცვის პოლიტიკის საკითხების განხილვას დაეთმო. მესამე პანელის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობის საკითხი, ნატოსთან თავსებადობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები განიხილეს. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

პანელის მომხსენებლები იყვნენ ნატოს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს დაგეგმვის დირექტორატის უფროსი ფრენკ ბოლანდი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის თანაშემწე ეველინ ფარკასი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე ვასილ სიხარულიძე.

alas-qv-1 alas-qv-2