პუბლიკაციები
პოლკოვნიკი ბატკუაშვილი: “08.08.08. მიღებული გაკვეთილები“ (“LESSON LEARNED“) “ქართულ არმიას ცხინვალის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება წინასწარ არ დაუგეგმავს, რადგან მათთვის მზად არ იყო“

analit-batkuaSსაქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმი ასრულებს თავის დაპირებას და მკითხველს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისეთ სიმართლეს აცნობს, რომელიც ჯერ არავის და არასდროს უთქვამს! ამის შესახებ სამხედრო სიზუსტით მოგვითხრობს გადამდგარი პოლკოვნიკი, საქართველოს ყოფილი სამხედრო წარმომადგენელი ნატოში და J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 08.08.08 ომში მონაწილეობდა.  

დასაწყისისთვის - მისი მოკლე ბიოგრაფია: ირაკლი ანზორის ძე ბატკუაშვილი დაიბადა1965 წლის 24 აგვისტოს.

სამოქალაქო განათლება:

1982-1990 - თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

სამხედრო განათლება:

1986-1989  ტექნიკური უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა, სატანკო ოცეულის მეთაური;

1995  აშშ-ის თავდაცვის ენის ინსტიტუტი (ლეკლენდი, ტეხასის შტატი), ინგლისური ენის კურსი;

1995  აშშ-ის ქვეითთა სკოლა, კაპიტნის კურსი (ფორტ ბენინგი, ჯორჯიის შტატი);

2000-2001  ნატოს თავდაცვის კოლეჯის უფროს ოფიცერთა კურსი (რომი, იტალია).

სამხედრო სამსახური:

1983-1985  საბჭოთა ჯარი, მეკავშირე, სერჟანტი;

1992   თავდაცვის სამინისტროს №1 სასწავლო ცენტრის სასწავლო ოცეულის მეთაური;

1992-1994  საქართველოს სამშვიდობო ბატალიონის ასეულის მეთაური;

1994-1998  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ოფიცერი, ვერიფიკაციის ცენტრი;

1998-2004  პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის საკოორდინაციო შტაბის უფროსი;

2004-2005  ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი;

2005-2007  J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე;

2007-2008  J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის  უფროსი;

2009  J-7 განათლების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი.

სამხედრო წოდებები:

1989 - ლეიტენანტი;

1992 - უფროსი ლეიტენანტი;

1996 - კაპიტანი;

1998 - მაიორი;

1999 - ვიცე-პოლკოვნიკი;

2005 - პოლკოვნიკი.

1993 წელს დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის“  მე-3 ხარისხის ორდენით.

2009 წელს დაჯილდოებულია მედლით “15 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის”.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

ახლა კი საქინფორმი ხსნის საიდუმლოების გრიფს და აქვეყნებს იმას, რასაც მკითხველს დაჰპირდა:

2008 წლის 8-11 აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის დროს

მიღებული გაკვეთილები (LESSON LEARNED)

(პროექტი)

1. ოპერაციის დაწყება

1.1.  ოპერაციის დაწყება მოხდა საქართველოსათვის არასასურველ დროს;

1.1.1. ავყევით ოსი სეპარატისტების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ომის დაწყება აწყობდათ მათ, და არა ჩვენ;

1.1.2.  ოსი სეპარატისტები მაქსიმალურად იყვნენ მომზადებულნი ოპერაციის დაწყებისთვის. მათი მოქმედებებით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზუსტად იცოდნენ არა მხოლოდ ის, რომ ჩავერთვებოდით საომარ მოქმედებებში, არამედ ისიც, თუ დაახლოებით როდის შეძლებდნენ ჩვენს ჩათრევას ფართომაშტაბიან კონფლიქტში. ამაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტები:

1.1.2.1.  2008 წლის ივნის-აგვისტოში რუსეთიდან მოხალისეების აქტიური შემოდინება;

1.1.2.2.  ძალიან მოკლე ვადებში (2008 წლის 2-6 აგვისტო, ზუსტად ოპერაციის დაწყებამდე) ოსური მოსახლეობის საკმაოდ ორგანიზებული ევაკუაცია;

1.1.2.3.  იმავე პერიოდში, ჩვენი გამოწვევის მიზნით, პროვოკაციების გაზრდა და გააქტიურება;

1.1.2.4.  რუსეთის ფედერაციის ძლიერი დაჯგუფების უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან განლაგება და ბოლო თვის განმავლობაში აქტიური ვარჯიშების წარმოება, ჯარების შერწყმის მიზნით;

1.1.3. ამის გარდა ოპერაციის დაწყებისათვის არსებობდა კიდევ რამდენიმე უარყოფითი ფაქტორი:

1.1.3.1.  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე გადაიარაღების და განახლების დაუსრულებლობა;

1.1.3.2.  არ იყო მიყვანილი სათანადო დონემდე ბრიგადების შერწყმა და ბრიგადის დონეზე მოქმედებების გაწვრთნა (მძიმე შეიარაღების აქტიური გამოყენებით);

1.1.3.3.  მსგავს სამხედრო ოპერაციას წინ უნდა უძღოდეს მრავალთვიანი მომზადება, ძალების შერწყმა და ოპერაციის სხვადასხვა ვარიანტის მუდმივი გათამაშება საშტაბო და სამეთაურო რგოლების დონეზე, რაც არ განხორციელებულა;

1.1.3.4.  საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული და ოპტიმისტური თვითშეფასება;

1.1.3.5.  სამეთაურო და საშტაბო ოფიცერთა შემადგენლობის ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრებით დაკომპლექტება;

1.1.4. ჩამოთვლილი ფაქტები მიანიშნებენ იმაზე, რომ ქართული ჯარი წინასწარ არ გეგმავდა სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ცხინვალზე, რადგანაც ამისთვის მზად არ იყო.

2. ოპერაციის დაგეგმვა

2.1. ოპერაციის დაგეგმვისას არ იყო ცნობილი, თუ რა წარმოადგენდა გრავიტაციის ცენტრსანუ ოპერაციის წარმატების გარდამტეხ მომენტს, რაც უნდა ყოფილიყო როკის გვირაბის ბლოკირება და ამით რუსეთის ჯარების შემოსვლის მაქსიმალური შეფერხება;

2.2. ოპერაციის დასაწყისშივე უნდა მომხდარიყო ყველა არსებული საშუალებით (ავიაცია, სპეცდანიშნულების ძალები) როკის გვირაბის ბლოკირება, რაც არ ნხორციელებულა და გახდა ოპერაციის წარუმატებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი;

2.3. ქვედანაყოფთა მეთაურებამდე და პირად შემადგენლობამდე უნდა ყოფილიყო დაყვანილი უმკაცრესი ბრძანება, რათა არ შესულიყვნენ საბრძოლო კონტაქტში რუს სამშვიდობო ძალებთა, რაც შემდგომში გახდა ვითომდა ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარების შემოყვანისა და ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ოპერაციაში ფართომაშტაბიანი ჩართვის გამართლებისა;

2.4. ოპერაციის დაგეგმვისას არ იყო გაწერილი მოქმედების სათადარიგო გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარი მოახდენდა კონფლიქტში ფართომაშტაბიან ჩარევას, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო უდიდესი დაჯგუფების განლაგების შესახებ ჩვენს საზღვრებთან და მათი სრული მზადყოფნა გადმოსროლისათვის;

2.4.1. რუსეთის შეიარაღებული ძალების მასობრივად ჩართვას საბრძოლო <





E-mail: saqinform@mail.ru